პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროეტს ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო უმრავლესოობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით, 89 ხმით მიიღეს. პროექტის წინააღმდეგ 31-მა დეპუტატმა მისცა ხმა.


აღსანიშნავია, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის ინიცირებით იქნა წარმოდგენილი.

მსგავსი თემები