პარლამენტმა მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს გამართულ სხდომაზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განიხილვა “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის, მწვავე კამათით და ფიზიკური დაპირისპირებით მიმდინარეობდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტი განიხილა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის საკანონმდელო პაკეტის ის მთავარი 10 პრინციპი დაასახელა, რომელსაც პროექტი ეფუძნება. 

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების გამო დაპირისპირება “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია გასაჯაროვდა. მოგვიანებით კი მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა თითქმის შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მსგავსი თემები