პარლამენტმა, დღეს დაჩქარებული მნიშვნელოვანი კანონპროექტები უნდა განიხილოს

არჩილ თალაკვაძემ ი კანონპროექტებზე ისაუბრა, რომელიც დღეისთვის დაჩქარებული წესით განიხილება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საგადასახადო კოდექსზე გაამახვილა.

„პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. ასევე, მეორე მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტს, თანმდევ საკითხთან ერთად. „მოგეხსენებათ, გუშინ დისკუსია ძირითადად, ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს და რაც ნიშნავს არის თუ არა ეს პროპორციული, არის თუ არა ის შედეგიანი არის თუ არა ის თანაზომადი.

 ვფიქრობ ამ მიმართულებით პასუხები არის ამომწურავი. ცვლილებებში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ეს ზომები უნდა პასუხობდეს კონსტიტუციურობის ტესტს ანუ, დისკუსიის ეს ნაწილი ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად მოიხსნა. თუ ვინმეს პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება სურს, ამაზეც მზად ვართ მთელი დღის განმავლობაში. მეორე ნაწილი, სადაც საუბარი იყო ანგარიშვალდებულებაზე და საპარლამენტო კონტროლზე, ეს საკითხიც პრაქტიკულად ამოწურულია, რადგან ეს ცვლილებები კონკრეტული ვადით იმოქმედებს და ამ ვადაში მთავრობას და პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე უწევს პარლამენტში ანგარიშვალდებულების ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენა. ასე, რომ ჩვენ გვექნება ზედამხედველობის სრული შესაძლებლობა არა მხოლოდ ზოგადად, განხორციელებულ ღონისძიებაზე, არამედ ასევე, სექტორების მიხედვით, როდესაც საქმე სამინისტროებს ეხება. ასე, რომ გამოირიცხა ყველა რეალური საფუძველი რაზედაც გუშინ იყო აპელირება. ჩვენს შორის პოლიტიკური ღირებულებების დონეზე განსხვავება არის ის, რომ პოლიტიკურ დისკუსიას ჩვენ ვხედავთ როგორც პოლიტიკურ პროცესს და თუ ამ დისკუსიით შედეგს მივიღებთ ამას ვხედავთ როგორც პოზიტიურს, როგორც ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგს, მაგრამ არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ დისკუსიაზე და პოლიტიკურ პროცესს აღიქვამენ როგორც დესტრუქციის შედეგს.

მესმის, რომ მათ არ მოსწონთ სხვისი გაკეთებული კარგი საქმეები და წარმატებები და ზოგჯერ საკუთარი ცუდიც ურჩევნიათ სხვის კარგს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ღირებულებები არის ის, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურ პროცესში ვრჩებით, მას წარვმართავთ ნორმალურად და აქედან მიღებულ ნებისმიერ კარგ შედეგს ვაღიარებთ. ეს არის მომავლის პოლიტიკა. ის, ვინც რადიკალურად შორს არის ამ მიდგომებისგან, ვფიქრობ დაკარგავს თავის პოლიტიკურ მომავალში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების შესაფასებელი და ამას გვიჩვენებს არჩევნები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები