პარლამენტზე შტურმისას ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ოპოზიცია ხალხს ისევ იბარებს

პარლამენტის შენობის წინ და მიმდებარედ განვითარებული ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, საპროტესტო აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. არიან სხვა დაშავებულებიც, მათ შორის, დახლოებით 40-მდე სამართალდამცველია.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, ისინი, მოსახლეობას პარლამენტის შენობის წინ დღესაც იბარებენ. უცვლელია როგორც დისლოკაციის ადგილი, ისე დრო – 19:00.

როგორც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.

„კლინიკაში 24 ადამიანი შეიყვანეს. ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა. ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა ენუკლიაციით“, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გამო დაწყებული პროტესტი ქუჩაში გაგრძელდა, რაც უმართავ პროცესებში გადაიზარდა. პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.   

მსგავსი თემები