პანკისში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

პანკისის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ადგილზე, სადაც მშენებლობა დღეს დაიწყო, მთელი სოფელი გამოვოდა.

ადგლობრივები აცხადებენ რომ ჰესი არ აშენდება. მათი განცხადებით, მათ არ სჭირდებათ არანაირი ჰესი, რადგანაც, ეს ადგილოებრივებისთვის დამღუპველი იქნება.

ადგილზე, სადაც ჰესის მშენებლობა უკვე დაიწყო, მობილიზებულია სამართალდამცველები. მოსახლეობის დაპირიპირებაც კი მოხდა. სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფოც იმყოფება.ამ წუთებში, ხეობაში ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პანკისის ხეობაში, კომპანიებმა „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს.

როგორც კომპანიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და ის წელიწადში 27,5 მილიონ კლვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. კომპანიები მოსახლეობას სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებსა და დასაქმებას ჰპირდებიან და აცხადებენ რომ ჰესის მშენებლობა მათ არ დააზარალებს.

მსგავსი თემები