პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ, საქართველოს პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და „კოვიდ19“-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ამოცანის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. შეხვედრას დაესწრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა და ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. იმსჯელეს კარანტინის ზონებში, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომების დაცვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვალეობების შესახებ.

არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ, საქართველოს პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.