პალიასტომის ტბის სანაპიროზე მკვდარი თევზები გამოირიყა

ფოთში, პალიასტომის ტბის სანაპიროზე, კეფალის სახეობის დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელია პერიოდულად ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, თევზებს გარეგნული დათვალიერებით არაფერი აღენიშნებოდათ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები