“პაატა სილაგაძე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა” – ეკა ბესელია

ეკა ბესელიამ, მოსამართლეობის კანდიდატს, მის მიერ, სკოლის მოსწავლე, პატარ ბიჭის არარსებულ დანაშაულზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეახსენა და მოსამართლეს მიმართა, მის პირისოპირ ჯდომით არ შეშინდეს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სილაგაძისნაირი მოსამართლე არ უნდა იყოს ქვეყნის ბოლო ისტანციის სასამართლოში.

“არ მეგონა, ასე თუ შეშინდებოდით ჩემი პირისპირ დანახვით. ნუ გეშინიათ, 7 წელი ვიყავი ხელისულებაში და შურისძიება რომ მდომოდა თქვენი ან თქვენი მეგობრების მიმართ, რომლებმაც სისხლგაყინულებმა, უხორცოდ და უსულგულოდ გაასამართლეთ სკოლის მოსწავლე, პატარა ბიჭი, იმიტომ, რომ მე ვერაფერი მომიხერხეს, მანამდე გავაკეთებდი. კი ამბობდნენ თქვენზე, რომ კომპეტენციის თვალსაზრისით ნულია-ო და მისი  კვალიფიკაცია უმდაბლესია-ო. როგორი მოსამართლე ხართ თქვენ, მოსმენა არ შეგიძლიათ. იმის გამოცდილებით, რაც ვიცი, თუ როგორი მოსამართლე იყავით, არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოთ ქვეყნის ბოლო ისტანციის სასამართლოში. თქვენი კომპეტენცია კატასტროფულ ნიშნულშია. თქვენ ხართ დაჯგუფების და კლანის წევრი. თქვენ ხართ ჯალათი მოსამართლე, რომელსაც არ გაგაჩნიათ ჰუმანურობა და კომპეტენცია. თქვენ ხართ მოსამართლე, რომელსაც ხელი არ აუკანკალდება ისე გაასამართლებს ნებისმიერ ადამიანს, თუ მას პოლიტიკური დავალება ექნება. პაატა სილაგაძე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ, მონილოგის რეჟიმში საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პაატა სილაგაძემ მის მიერ დასმულ კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ბესელიას სუბიექტურად მიიჩნევს და მისრ არც ერთ კითხვას უპასუხებს.

პაატა სილაგაძე გახლდათ ის მოსამართლე, რომელმაც ეკა ბესელიას არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე შვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.


მსგავსი თემები