ოფისი, სადაც ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა ჩატარდა, პაატა ბურჭულაძის შვილებს ეკუთვნით

ოფისიდან, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა მიმდინარეობდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. როგორც ცნობილი გახდა, ოფისში განთავსებული კომპანიის მფლობელები პაატა ბურჭულაძის შვილები, შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები არიან.

როგორც შუქრი ბურჭულაძე მედიასთან ყვება, SMS-ები ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით გაავრცელა. მისივე თქმით, მათი კომპანიიდან მხოლოდ 6 SMS გაიგზავნა. შუქრი ბურჭულაძის თქმით, თანამშრომელი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა ნაწილს, მოკლეტექსტური შეტყობინებით დაეგზავნათ ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინო ზონად გამოცხადება იგეგმება. 

მსგავსი თემები