“ოსებს და აფხაზებს მიაჩნიათ, რომ 92-93 წელს აფხაზ ხალხს, ქართველებმა გაუკეთეს გენოციდი” – ადა მარშანია

“მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი”, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ დღეს გააკეთა.

მისი განმარტებით, ამ ფაქტზე საუბარი დღესდღეობით, ქართველ საზოგადოებას არ უყვარს. 

„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ, ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს, მისი, ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემის მხარე, გუგუშვილები, ყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.

დღევანდელ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ ისინი მოსკოვში მიემგზავრებიან, რათა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სანქციების შეჩერებაზე მოლაპარაკებები წარმართონ.

მსგავსი თემები