„ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს“

„საქართველო კავკასიური ქვეყანაა. კავკასიის მენტალიტეტი იცით რაც არის. ჩვენთან ცხოვრობენ ოსები და აფხაზები. ეს არის კავკასიური მენტალიტეტის ხალხი. იქ უფროს-უმცროსობა, ოჯახის ტრადიციები, კაცობა, ვაჟკაცობა, ქალწულობა, ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას წარმოადგენს. თავისი სიმაღლე აქვს. წარმოიდგინეთ, ოსები და აფხაზები, რომ გაიგებენ, რომ თბილისში მამათმავლების კვირეული ჩატარდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, რომ აღარ შემოუერთდნენ საქართველოს,“ – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც სასულიერო პირებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ვინც ლგბტ პრაიდი და მათი ქმედებების სახალხო აფიშირების მომხრე და მხარდამჭერია, ის საქართველოს მტერია.

„ვინც ამისი მომხრეა, საქართველოს გაერთიანების მტერია. დღეს საქართველოში ლაპარაკობენ, რომ რუსული პროპაგანდა გაიზარდა, სწორედ იმიტომ გაიზარდა, რომ ჩემი დაკვირვებით, ხალხს ევროპის ეშინია. ნახეთ რა დღეშია ევროპა. ქვეყანას, რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი შეიარაღება აქვს, ნატოს შეიარაღება, ეკონომიკა წამყვანია, ფული არ აკლია და ერთ-ერთი უდიდესი იმპერიაა, ეს იმპერია იშლება. იმიტომ იშლება, რომ მათი მთავარი დევიზია მამათმავლობის დახმარება,“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც სასულიერო პირმა განაცხადა, თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, ლგბტ საზოგადოების პროპაგანდა და მხარდაჭერა ქვეყნის ლოგიკური დასასრულია: „წარმოიდგინეთ, ჩვენ რა მოგვივა. ეს ლოგიკური დასასრულია. გადაავლეთ ისტორიას თავი. ეკლესია ამას ამხელს და ეკლესიის შვილებს გიხსნით, რა შეიძლება მამათმავლობას მოჰყვეს. ჩვენ გაფრთხილებთ, რას რა შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ არასოდეს აგრესიულები არ ვართ, არასოდეს არ ვამბობთ, რომ ესენი სცემეთ, ვინც ამას აკეთებს, ეკლესიაში მე ვიტყოდი შემოგზავნილმა ხალხმა გააკეთა ეს ყველაფერი. ეკლესია ესეთ ხალხს ყოველთვის მოუწოდებს სინანულისკენ“.

მსგავსი თემები

One Thought to “„ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს“”

  1. კობა

    ოსებმა და აფხაზებმა რა პიდარასტობაც იკადრეს ქართველების მიმართ – ეგეთი ჯერ არ უკადრებიათ ბესო-კესოებს და გიორგი-მაცაცოებს :)