„ორივე ნაძირალაა“ – ია მეტრეველი მურუსიძე-შავგულიძეზე

კორტებთან ჩაცხრილული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სულხან მოლაშვილის ყოფილ ადვოკატს შალვა შავგულიძესა და საქმის განმხილვემ მოსამართლე ლევან მურუსიძეს ნაწირალას უწოდებს. როგორც ია მეტრეველა „მედიაცენტრ მთავრთან“ საუბრსას აღნიშნა, ადვოკატიც და ოსამართლეც, ერთმანეთზე უარესად გამოიყურებიან.

„არც შალა შავგულიძეა ანგელოზი და არც მურუსიძე. დღეს შავგულიძე უარესად გამოიყურება, ვიდრე მურუსიძე. ბოკერია, რომელიც სილხან მოლაშვილს აწამებდა დაკაცი იძახდა მაწამებსო, ამის გვერდით დადგა შალვა შავგულიძე, რომელიც სულხან მოლაშვილის ადვოკატი იყ და მისი ოჯახს ნდობით სარგებლობდა. როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, ჩემთვის ორივე ნაძირააა“ – განუცხადა მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძე და შალვა შავგულიძე ერთმანეთს „იმედის“ ეთერში დაუპირისპირდნენ. მურუსიძე შავგულიძისგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე – როცა სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მას ბოკერია აწამებდა, რატომ დადგა ბოკერიას პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველოს“ გვერდით. შავგულიძემ კი უპასუხა, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე პოლიტიკურ საკითხებში არ უნდა ერეოდეს და მისი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ყოფილი ადვოკატი ვისთან შექმნის პოლიტიკურ ბლოკს.

მსგავსი თემები