„ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ“ – მერობის კანდიდატი

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია „ფაიფურის დასახლებასა“ და სოფელ რუხშიმცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიფატმა მოსახლეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა და მათი ძირითადი საჭიროებებიც მოისმინა.

„რუხში მცხოვრებ ბავშვებს ახალი საბავშვო ბაღი ექნებათ. ბაღის მშენებლობა 2019 წელს და ბავშვები კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში ივლიან. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატი ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასაც შეხვდა და ის პროექტები გააცნო, რომელიც მისი მერად არჩევნის შემთხვევაში განხორციელდება. როგორც შენგელიამ აღნიშნა, ოპონენტებთან მიმართებით დიდი უპირატესობით სარგებლობს და მისი მერად არჩევის შემთხვევაში, არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური როექტი განხორციელდება.



მსგავსი თემები