“ოპოზიციის მოსაწონ მთავრობას ვერ ვნახავთ”- ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას, ახალი მთავრობის ეშინია.

მისი თქმით, ოპოზიციის ნეგატიური რეაქციაბი, იმის დასტურია, რომ “ქართული ოცნება” სწორი მიმართულებით მიდის.

„ ზოგადად, ძალიან პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესში ვართ. ოპოზიციის მოსაწონ მთავრობას ვერ ვნახავთ. დიახ, ვერ ვნახავთ, რადგან მათ ეშინიათ და ეშინიათ არა პიროვნულად, არამედ იმ მთავრობის, რომელიც ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ, რომელსაც აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ჰყავს ძალიან პრინციპული ლიდერი და ჩვენ ამ გუნდთან ერთად ვაპირებთ ყველა იმ პრობლემაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, რაც ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არის. ცხადია, ეს მათ არ ახარებთ. მათი ნეგატიური რეაქციები არის პირდაპირ პროპორციული იმის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და სწორი მიმართულებით მივდივართ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი თემები