“ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს” – გია ვოლსკი

გოიმურია თუ სვეტური ოპოზიცია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, სხვადასხვა ტერმინოლოგიას მათი ოპონენტებიც იყენებენ.

„ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, გოიმურია თუ სვეტურია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები,”- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები