ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება გადადო

ბაღდადში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციური პარტიები, დღეს  პარლამენტის პიკეტირებას არ მოახდენენ. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პიკეტირება გადაიდება.

„რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია. მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს. მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით“ – აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.

https://mcm.ge/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1-6-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94/

მსგავსი თემები