ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა – ადგილობრივი მედია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 აპრილს ჩასულ მამაკაცს.

„ის კარანტინში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მას სიცხემ აუწია, ჩაუტარდა ტესტი და ის დადებითი აღმოჩნდა. მამაკაცი იზოლირებულია ინფექციური საავადმყოფოს იზოლირებულ ბოქსში“, – განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, იზოლირებული იქნება მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. ამასთან, როგორც მარინა კოჩიევმა განაცხადა, ცხინვალში დაბრუნდნენ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და რიაზანის სასწავლებლების კურსანტები. ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

მსგავსი თემები