ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ზე ტესტირება 71 ადამიანს ჩაუტარდა. ერთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ამ დროისათვის რეგიონის საავადმყოფოებში 29 კოვიდინფიცირებული რჩება. 2 მათგანი მედიცინის მუშაკია. ორკვირიან კარანტინში იმყოფება 150 ადამიანი.

მსგავსი თემები