ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ, საპრეზიდენტო არჩევნებია. უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი იღებს – ადგურ არძინბა, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია და ლეონიდ ძაპშპა.

საოკუპაციო რეჟიმმა საარჩევნო უბნები მოსკოვისა და ჩერკესკის საარჩევნო ოლქებშიც გაიხსნა.

ე.წ არჩევნების წინა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეონიდ ძაპშპამ სტუდია მოულოდნელად დატოვა.

“ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ. მინდა სწორად გამიგოთ. მე და ასლან ბჟანია უკვე ვყოფილვარ ამ სტუდიაში დებატებზე, მაგრამ ახლა მე და ის არათანაბარ სიტუაციაში ვიმყოფებით.. არ მინდა, რომ ვინმემ თავი უხერხულად იგრძნოს ამ სტუდიაში, მით უფრო, რომ ასლანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა. ამიტომ გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებებს. მე ვტოვებ ამ სტუდიას, მაპატიეთ,” – განაცხადა ლეონიდ ძაპშპამ. 

მსგავსი თემები