ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ადგილობრივი შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეს გუდაუთის საავადმყოფოდან დარჩენილი სამივე პაციენტი გაეწერა და ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სტაციონარში არ ჰყავთ.

საერთო ჯამში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ადამიანს დაუდასტურდა, 1 მათგანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები