“ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და გავუწევთ სათანადო მომსახურებას” – ეკატერინე ტიკარაძე

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და მათაც გავუწევთ ყველა სათანადო მომსახურებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხში განაცხადა.

მისი თქმით, რუხის საავადმყოფოს დამატებით სუნთქვის 11 აპარატი გადაეცა.

„დღეს რუხის საავადმყოფოში უკვე ჩამოვიტანეთ და კლინიკა აღვჭურვეთ სუნთქვის 11 აპარატით და 25 საწოლით. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომლებიც აქ დასაქმდებიან. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვიწევს კიდევ მუშაობა ექიმების დამატებაზე. ადგილზე სამინისტრო წარმომადგენელი იქნება აუცილებლად, რომელიც თვალყურს მიადევნებს, რომ პროცესი იყოს გამართული და ყველანაირი ხარვეზის გარეშე. აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რუხის საავადმყოფოში გვექნება საშუალება, მივიღოთ პაციენტები, რომლებიც მიიღებენ ყველა სახის მომსახურებას. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ მივიღებთ პაციენტებს და რა თქმა უნდა, მათაც გავუწევთ ყველა სათანადო მომსახურებას, როგორც ჩვენს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ტიკარაძემ

მსგავსი თემები