ოკუპანტებმა ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები გაანთავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები – მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი თავისუფლები არიან.

საქათველოს ტერიტორიიდან გატაცებული ორივე მოქალაქე ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს. მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს დააკავეს. მათ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევას“ ედავებოდნენ.

ოთინაშვილს „სასამართლომ“ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ოსური მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს.

მსგავსი თემები