ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. 

დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი, ირინა მარიჯანაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი. არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ სამწუხაროდ, “ოცნებამ” ცუდსა და უარესს შორის გაგვაკეთებინა არჩევანი და ჩვენ ავირჩიეთ ცუდი პრეზიდენტი. მან არ ჩაიხედა არანაირ დებულებაში, გააუქმა კომისია და დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. მიცხადებს მორატორიუმს, როგორ? იქ არ უწერია, რომ მკვლელია? ძებნილია? ესეც არ უწერია გვარების გასწვრივ?“ – ამბობს დავით ოთხმეზურის ოჯახის წევრი, ირინა მარიჯანაშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატს. როგორც მან “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულის შეწყალებით სამართლიანობა აღდგა.

„თუ ისმის კითხვა, რატომ მოხდა ასლან ბეჟანიძის შეწყალება, ჩვენთვის ეს არის სამართლიანობის აღდგენა. ასლან ბეჟანიძის შეწყალებით აღდგა სამართლიანობა. ის ამ ეტაპზე არის თავისუფალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან გაუარესებული და ვთვლი, რომ ფაქტობრივად, ვერ უძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონოდ ყოფნას“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები