ოზურგეთში, ორ იარუსიანი პარკი გაიხსნა

საქართველოში, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე, დასასვენებელი პარკი გაიხსნა. პარკის კეთილმოწყობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

როგორც პარკის გამწვანების უფროსმა, ნუკრი ჭიღლაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ჭაობი იყო.

„დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. ეს ჩვენი მხარისთვის და მომავალი თაობისთვის ნამდვილი საჩუქარია“, – განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ.

პარკი ყოველ დღე, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის ღია იქნება.

მსგავსი თემები