ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეშვიდედ გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკეა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო პირველი, რომელსაც (1982 წელს) „საჭადრაკო ოსკარი“ გადაეცა.

სახელოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დღეს მეშვიდედ  მოიპოვა.

მსგავსი თემები