ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
საგამოძიებო უწყებაში მელაძე ხვალ, 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.
“სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ამავე საქმეზე გუშინ “რუსთავი 2-ის” ყოფილი თანამშრომლები, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გამოკითხა.