ნიცაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

ნიცაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ფრანგული მედიის ცნობით, კომენდანტის საათი დღეს, 20 მარტს 20:00 საათიდან შევა ძალაში.

„დღეს 20:00 საათიდან დაიხურება ყველა მაღაზია და აფთიაქი. სახლიდან გასვლის მიზეზი არავის ექნება. მოქალქეები გარეთ არ გავლენ, გამონაკლისი იქნება სპეციალური პერსონალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს იმუშავებს და მოხუცებს და დაუცველ ადამიანებს საკვებით მოამარაგებს“, – განაცხადა ესტროზიმ.

როგორც ცნობილი, ნიცის მერი თავადაც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ის ამჟამად თვითიზოლაციაშია.

მსგავსი თემები