“ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს” – ხათუნა ზახაშვილი

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის 50-70%-ით შეამცირებს დაავადების გადადების რისკს, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი გარკვეულწილად შეამცირებს ინფიცირების რისკს.

„დღეისთვის პირბადისა და სამედიცინო ნიღბის ხმარება პრევენციის კარგ საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივ თავშეყრის სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებსა და აფთიაქებში მოხვედრისას რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ეს ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს ადამიანი. თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის 50-70%-ით შეამცირებს დაავადების გადადების რისკს, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი გარკვეულწილად შეამცირებს ინფიცირების რისკს. თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდშიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები