ნინო ქათამაძემ რუსეთში 2020 წელს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

მომღერალმა, ნინო ქათამაძემ რუსეთში 2020 წელს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

2019 წლის 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს. ამას წინ ქართველი მომღერლის მიერ გავრცელებული წერილი უძღოდა, სადაც ის რუსეთში სიმღერაზე უარს ამბობდა.

მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. 

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოში მომღერალ ნინო ქათამაძის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ითხოვენ. 

კონცერტი მოსკოვში 2020 წლის 27 მარტს იყო დაგეგმილი. 

მსგავსი თემები