ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომასალას ავრცელებს და უშიშროების სამსახურს დაინტერესებისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ათობით ადამიანია შეკრებილი. ვიდეო შენგავითის რაიონშია გადაღებული.

„ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება, საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსს განკარგულება მივეცი, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებით დაინტერესდნენ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

მსგავსი თემები