“ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება” – სალომე ზურაბიშვილი ​

​ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, კულტურის ექსმინისტრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება.

“ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

50 წლის ნიკა რურუა დღეს, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის მე-6 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.​

თბილისში, ზანდუკელის ქუჩის N21​-ში მდებარე რურუების ოჯახში დღესვე, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები