„ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული” – მამუკა მდინარაძე

დღეს ისტორიული დღეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე ისტერიული აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას“.

„მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. „ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ ორგანიზებული აქციით, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი. ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისულების მოთხოვნით, თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები. მათ აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი და საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “„ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული” – მამუკა მდინარაძე”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  4. SMS

    Thanks so much for the blog post.

  5. Appreciate the recommendation. Will try it out.