ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ნატო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“ – წერს ჯეიმს აპატურაი.

მსგავსი თემები