ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.

ამასთან, აპატურაის თქმით, ალიანსის მოკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

„ნატო არ აღიარებს 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები