ნარკოტიკული თრობისას საჭის მართვა 1 აპრილიდან დასჯადი ხდება

ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. სანქცია როგორც ჯარიმას, ისე პატიმრობას ითვალისწინებს.

კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს იმსჯელეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, სამართალდამცველების სრულად მომზადებას გარკვეული ვადა სჭირდებოდა. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედება 1 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

ეკა ბესელია: “ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. მანამდე კი სრული მომზადება მოხდება. მოწესრიგდება, რომ მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოქალაქეთა ინფორმირებულობაც მოესწორს“.

მსგავსი თემები