“ნათელაშვილის ეზოს კლასტერი” – ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი თემაა, რომელიც, ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, არის ეუთო/ოდირის შენიშვნები.

“ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა არის ძალიან დაბალი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან კიდევ იქნება დასახელებული არაერთი მიზეზი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნას მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ.

„რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი ლაპარაკი, რასაკვირველია, მეათე ხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მისაქცევადაა გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები