მაოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც არიან, მათ შორისს დღეს გაირკვა, რომ დაავადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისრსაც დაუდგინდათ.
კორონავირუსით დაინფიცირებული მსოფლიო ლიდერების სია ასე გამოიყურება:
1) დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი.
2) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
3) ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩეზის მეუღლე ბეგონა გომეში.
4) მონაკოს პრინცი ალბერტი.
5) საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი.
6) იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა ზინგარეტი.
7) კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მეუღლე სოფი ტრუდო.
8) ბრაზილიის პრეზიდენტის პრეს-მდივანი.
9) ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი.
10) ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთიუ ჰენკოკი.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 536 615-ს მიაღწია. დაღუპულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 24 114 ადამიანს შეადგენს. ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-მა ჩინეთსა და იტალიას გაუსწრო. ბოლო მონაცემებით, იქ 85 612 ადამიანია დაინფიცირებული, 1 301 კი გარდაიცვალა.