“მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას” – ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს.

მინისტრმა ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებსა და გამოსავალზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონი სწრაფად ვერ ვითარდება. ამას ემატება 20 ივნისის დრამატული მოვლენები, რომელმაც პირველივე თვეს 60 მილიონ დოლარიანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს. საგარეო შოკის შემთხვევაში პირველ დარტყმას იღებს კურსი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რეალურ სექტორზე არ გადავიდეს. მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა 6%, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას. რადგან რეალური სექტორი აჩვენებს საკმაოდ მყარ მაჩვენებლებს. ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი თემები