მწერებისგან დამცავი, საკურორტო ზონების დამუშავების პირველი ეტაპი დასრულდა

ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად, მწერებისგან გადატანილი ინფექციები მატულობს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს, ვითარება შეცვლილია და საკურორტო ზონები ყველგან მუშავდება.

„შავი ზღვისპირეთში, მწერების საწინააღმდეგოდ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი მალე დაიწყება. პრაქტიკულად, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შავი ზღვისპირეთში კოღოების პრობლემა გადაჭრილია. კოღოების დიდი რაოდენობა იყო კახეთშიც, რადგან წყალდიდობები იყო. იქაც დამატებით გაიგზავნა მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. შემიძლია ვთქვა, რომ ზაფხული არის მშვიდი, წყნარი და ინფექციებისაგან დაცულები ვართ. საგანგაშო სიტუაცია არ არის. არაფერი გართულება არ ყოფილა და არც ველოდებით“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარი“.

მსგავსი თემები