მცხეთის რაიონში საბიუჯეტო პროექტებით 815 სამუშაო ადგილი შეიქმნა – დიმიტრი ხუნდაძის ანგარიში

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას მუშაობის 6 წლიანი ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.

დეპუტატმა ისაუბრა, როგორც ქვეყნის ძირითად მიღწევებზე, წარმატებებზე გამოწვევებსა და გეგმებზე, ის ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე.

კულტურის სახლი, სპორტული კომპლექსი და აუზი, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები, მცხეთის მუზეუმი, ხიდები, გზები, სპორტული და დასასვენებელი მოედნები, მარცვლის გადამამუშავებელი ფაბრიკა, ახალი და რეაბილიტირებული სკოლები და ბაღები, ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა და ასევე აღნიშნა, რომ 6 წლის განმავლობაში ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში მხოლოდ საბიუჯეტო პროექტებით 815 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მცხეთა მთიანეთის მხარეში დაფინანსდა 37 911 შემთხვევა და დაიხარჯა დაიხარჯა 19 128 004 ლარი; პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში – 2014 წლის განმავლობაში აშენდა 82 სოფლის ამბულატორია; 2014-2015 წლებში განხორციელდა საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში მოქმედი 9 სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება სოფლის ექიმებს, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, სოფლის ექიმების ნაკლებობა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაფართოება/გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ასევე, რეგიონში მწვავე პრობლემაა დასაქმება და უმუშევრობა, ისევე როგორც მთელს  ქვეყანაში ის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და ოჯახები იძულებულები არიან, სამუშაოდ უცხოეთში წავიდნენ.

მსგავსი თემები