მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა 

​ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული, კერძოდ, მცხეთაში ჯავახიშვილის და იბერიელის ქუჩების ჩიხებში ასფალტობეტონის საფარის მოსაწყობა იგეგმება.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალსოფლის შიდა გზას, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის უჩის, გალავანი-წინამძღვრიანთკარი-ბიწმენდი-ჯიღაურა-საგურამოს დამაკავშირებელ გზებს, მცხეთა-შიომღვიმის მეოთხე კმ-იდან წმ. დიმიტრი ტესალონიკელის მონასტერთან და წმ. გიორგის ეკლესიამდე მისასვლელ გზებს.

​როგორც “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, მიმდინარეობს ნატახტარ-მისაქციელის გზის და ლისი-წოდორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება.

“გზათა სამუშაოები უახლეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლოსთვის აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას”,- აცხადებენ მერიაში.

მსგავსი თემები