მცხეთაში, ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდამჭერები აქციას მართავენ

მცხეთაში, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები იკრიბებიან. მცხეთის მერიასთან ორი აქცია მიმდინარეობს, ერთს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ, მეორეს კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

ოპოზიცია და აქტივისტები მსვლელობით “ქართული ოცნების” დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მიდიან.  პარალელურად ადგილზე იკრიბებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

მსგავსი თემები