მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი 2 მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი მამაკაცი გადმოვარდა. მათ შორის ერთი ადგილზევე, მეორე მამაკაცი კი, კლინიკაში შეყვანიდან ორ საათში, “ამტელ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა.

სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს კი, ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, მუშები შენობის გარე ფასადის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, როდესაც სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები