მღვდელი, რომელმაც რესპირატორი მისთვის უცნობ ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო, გარდაიცვალა

იტალიელი მღვდელი, რომელმაც საკუთარი რესპირატორი მისთვის უცნობ ახალგაზრდა ინფიცირებულს დაუთმო, გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯუზეპე ბერარდელი გასულ კვირას გარდაიცვალა. საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელმა უარი თქვა რესპირატორზე, რომელიც მრევლმა მისთვის შეიძინა და არჩია ის, ახალგაზრდა პაციენტისთვის მიეცათ.

დაკრძალვის ცერემონიალი არ გამართულა. როდესაც გარდაცვლილი მღვდელი ქუჩაში გამოასვენეს, ქალაქის მცხოვრებლებმა ის საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გააცილეს.

მსგავსი თემები