“მუხროვანის ე.წ. ამბოხი იყო კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა” – კობა კობალაძე

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, თუ რა უნიჭოდ იყო დადგმული სცენარი, რაც შეეხება მუხროვანის ე.წ. ამბოხს. არც ერთ საბრძოლო ტექნიკას, არც ერთ პირად შემადგენლობას დაუტოვებია სამხედრო ბაზის პერიმეტრი და არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედება,” – აღნიშნული განხადება, უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, არც ერთი დოკუმენტი, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ადასტურებდა იმას, რომ სამხედრო ნაწილის ოპერატიულმა მორიგემ მიმართა რომელიმე უბრალო თავის ხელმძღვანელს.

“სამხედრო ნაწილის უშუალო ხელმძღვანელი არ იყო კავშირზე არც გენერალური შტაბის უფროსთან, არც სახმელეთო ჯარების იმ პერიოდის სარდალთან. ის პირდაპირ სამხედრო ბაზის მეკავშირის როლს ასრულებდა და ეკონტაქტებოდა იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრს, მგონი ვანო იყო მერაბიშვილი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

მისივე თქმით, სამხედრო ნაწილში ტექნიკის დაქოქვა დანაშაული არ არის.

„ამის ასე აღქმა, ელემენტარულად, უვიცობაა და გაურკვევლობაა. სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობას დღის განრიგში, თუ ტექნიკა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი არ არის და არაა დაქოქილი, მაშინ პასუხისმგებლობაშია მოსაყვანი პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელობა,” – განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და მუხროვანის ე.წ. ამბოხიც იყო ამ “კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა“.

მსგავსი თემები