მუხრანის ქუჩაზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მუხრანის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა და ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა. ამ წუთებში იქ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია. ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გადაწყდა.

მსგავსი თემები