მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფოთლის რწყილი სურამს შეესია, სანიტარული ჭრა გრძელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, დაბა სურამში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაზიანებულ მუხნარ კორომში, მიმდინარე სანიტარულ ჭრასტან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ 6 000 ახალი ნერგი დაირგვება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, ფიტოპათოლოგიური კვლევის საფუძველზე, გამოვლინდა მავნებელი (მუხის დიდი ხარაბუზა და მუხის ფორთლის რწყილი), ასევე დაფიქსირდა მუხის ინტენსიური ხმობა და ზეხმელი მუხის ხეები.

აქედან გამომდინარე, 3,3 ჰა ფართობზე, სააგენტო სანიტარულ ჭრას ახორციელებს, რომლის დასრულებისთანავე, „ტყის ბუნებრივი განახლების“ პროექტის ფარგლებში, დაიწყება ტყის აღდგენის ღონისძიებები. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე, დაირგვება 6000 ცალი მუხისა და იფნის სტანდარტრული ნერგები, რომლებიც გამოყვანილია ტყის დროებით სანერეებში“ – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

მსგავსი თემები