მსოფლიო ავიაგიგანტ Boeing -ს საქართველო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილებით მოამარაგებს 

საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ Boeing -სთვის დამზადდა. „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა.

როგორც საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი და პროექტის მენეჯერი ნინო ჩოლოყაშვილი აცხადებს, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის საუკეთესო მაგალითია.

საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

მისივე ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის შესყიდვის შესახებ პირველი დოკუმენტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კომპანია „ელბიტ საიკლონის“ დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC – ის დირექტორმა არივეისბორტმა მოაწერეს.

ამ დროისთვის ქარხანაში (ATC ) სერტიფიცირების პროცესი დასრულებულია. ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა დამსოფლიო ავიაციის უმსხვილესი ავიაკომპანია Boeing-ის შესაბამისობის სერთიფიკატს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებსდასხვა ნაწილებს ამზადებს.

აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არა მხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

მსგავსი თემები