მსოფლიოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია

ჯონს ჰოპკინსის განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-სგან ორ მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 5 213 483 შემთხვევა ფიქსირდება.

ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია – 1 601 434 შემთხვევით. მეორე ადგილზე რუსეთი ბრაზილიამ ჩაანაცვლა, სადაც კოვიდ-19-ის 330 890 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ისგან გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 338 225-ს აღწევს.

მსგავსი თემები