მსოფლიოს ბანკების ძარცვისთვის ბრალდებული ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის დანაშაულებრივი საქმე 14 ტომს ითვლის. საქმეზე ძიება, ფედერალებს დახმარებით, 2 წელი გრძელდებოდა, შედეგად დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ორი სულ სხვა სამყაროს ტვინით მომუშავე ადამიანი, რომელთა ხელმძღვანელობითაც, მსოფლიოს ბანკებიდან და ორგანიზაციებიდან მილიონები იხსნებოდა. მილიონები კი ვირტუალურ სივრცეში გადადიოდა. ამ ყველაფრის ორგანიზატორობას ფედერალები და ქართული გამოძიება საქართველო ორ მოქალაქეს – ალექსანდ კონოვალოვსა და მარატ კაზანჯიანს ედავება.

საერთაშორისო ქსელის დანაშაულებრივ ქმედებებთან და ბრალთან დაკავშირებით, დაკავებული კონოვალოვის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ამერიკიდან ჩამოსული იყო დიდი საგამოძიებო კორპუსი, რომლებმაც საქართველოში არაერთი თვე დაჰყვეს. საქმეს ჰყავს არაერთ მოწმე და გამოკითხული. ალექსანდრე კონოვალოვი ბრალს არ სცნობს და არ აღიარებს. საუბარია, საერთაშორისო კონსორციუმის მოქმედებაზე. ეს არის არის მხოლოდ საქართველოს ჯგუფზე, არამედ, სხვადახვა ჯგუფების ერთობლიობაზე. ამ ორ პირზე არის ის ბრალეული ქმედება, რომელსაც ჰქვია საკმაოდ დიდი თანხის კიბერდანაშაულბრივი გზით მითვისება. საუბარია, ამერიკის, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რამდენიმე ათეული მსხვილი საბანკო ორგანიზაციების, სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციებისა და პირადი ანგარიშების გატეხვაზე“ – აღნიშნა ადვოკატმა ბესიკ ქარცივაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ბრალდების მიხედვით, საუბარია „გოზნემის“ ვირუსზე, რომლის გამოყენებითაც, დანაშაულებრივი ქსელის სხვადასხვა ანგარიშებიდან თანხას იპარავდა.

„სხვადასხვა ანგარიშებზე ხდებოდა ამ თანხების მობილიზება.ზუსტად რა თანხაზეა საუბარი, გამოძიებას დადგენილი არ აქვს, თუმცა, ეს 100 მილიონი დოლარი არ არის. დაზარალებულია 41 ბანკი და ორგანიზაცია. მთლიანობაში მოცემულობა არის საკმაოდ შთამბეჭდავი. ალექსანდრე კონოვალოვი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ძალიან რთულია საუბარი და დამტკიცება იმ ქმედების, რომელსაც ჰქვია კიბერდანაშაული, რადგან ეს ერთი პირის ქმედება არ არის“ – აღნიშნა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ბესიკ ქარცივაძემ ისაუბრა, მთავარ სერვერს ეხება, საიდანაც დანაშაულებრივი ქსელი იმართებოდა. როგორც ადვოკატი აცხადებს, სერვერი საქართველოში არ იყო განთავსებული.

„ცენტრალური სერვერი საქართველოში არ იყო. გამოძიებას დადგენილი აქვს დაახლოებითი არეალი ამ ნეიტრალური სერვერის საიდანაც ხდებოდა ინფორმაციის მოძიება, შემდეგ გაშვება, ჯგუფების ჩართულობა და შემდეგ ამ ჯგუფების ერთობლიობით ლიდერ ჯგუფების წარმოდგენა. ეს ცენტრალური სერვერი განთავსებული იყო უკრაინაში. გამოძიებას დადგენილი ჰყავს რამოდენიმე პირი, რომელიც ჯგუფის ლიდერებად წარმოჩინდებან და ეს იმას ნიშნავს, რომ კონოვალოვი, როგორც ერთი მოქმედი ამ ორგანიზაციული დანაშაულის ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ კიბერდანაშაული არის ორგანიზებული დანაშაული,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედაცენტრ მთავარში“.

ამ ეტაპისთვის, დაკავებული კონოვალოვი ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ადვოკატის ინფორმაციით, კოლოვალოვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს:

„როდესაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილებოდა, ის იყო მძიმედ. საკმაოდ მძიმე დიაგნოზია. დანიშნულია ექსპერტიზა, უახლოეს პერიოდში მოხდება მისი ექსპერტიზაზე გადაყვანა, სტაციონალურ ექპერტიზაზე, სადაც მოხდება მისი სრულყოფილი შესწავლა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მას დაუმძიმდა მდგომარეობა, N8 საპყრობილედან გადაყვანეს N18-ში ანუ ციხის საავადმყოფოში. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ამ ეტაპზე, გამოძიებასთან ვერ თანამშრომლობს. ისე, 10 ჩვენება აქვს მიცემული“.

გამოძიება, დაკავებულებს, ამ ეტაპისთვის 4 მუხლით ედავება. მათ შორის, ყველაზე მძიმე მუხლი კი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიბერდანაშაულის საქმეს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
http://mcm.ge/

მსგავსი თემები